ამერიკული გამოცემის, WALL STREET Journal-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ტერიტორიული გაცვლის სცენარის ფარგლებში, მთელ დონეცკის ოლქზე პრეტენზიას აცხადებს და მზად არის ომი გააგრძელოს, თუნდაც დროებითი ზავის შემდეგ.
უკრაინამ რეგიონში შექმნა 50-კილომეტრიანი გამაგრებული ქალაქების ზოლი, რომლის გარღვევაც რუსეთის ჯარებმა ვერ მოახერხეს. არსებული ტემპით, ამ თავდაცვითი ხაზების გადალახვას რუსეთს „რამდენიმე წელი“ დასჭირდება.
მიუხედავად ამისა, პუტინი ტრამპთან მოლაპარაკებების გზით ცდილობს მიაღწიოს იმას, რაც ბრძოლის ველზე ვერ შეძლო. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ მოსკოვი ზავის პირობებში დონეცკის ოლქზე სრულ კონტროლს მოიპოვებს, რუსეთი უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდება ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე შესაძლო თავდასხმისთვის, სადაც მსგავსი გამაგრებული ზონები არ არსებობს.
ამ ვითარებაში უკრაინას მოუწევს სასწრაფოდ შექმნას ახალი თავდაცვის ხაზები, მათ შორის ისეთ რაიონებში, რომლებიც შედარებით უფრო მოწყვლადია
