პუტინი: დიდი შეცდომა იქნება, თუ სამხრეთ კორეა უკრაინას იარაღს მიაწვდის

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „დიდი შეცდომა“ იქნება, თუ სამხრეთ კორეა ს ლეტალურ შეიარაღებას მიაწვდის, რის შესაძლებლობასაც სეული რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების პასუხად განიხილავს.
აღნიშნულის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ვიეტნამში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„სამხრეთ კორეას, კორეის რესპუბლიკას არაფერი აქვს სანერვიულო, რადგან სამხედრო დახმარებაზე [ჩრდილოეთ კორეასთან] ჩვენი შეთანხმება მხოლოდ ხელმომწერებზე თავდასხმის შემთხვევაში ამოქმედდება. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, კორეის რესპუბლიკა არ გეგმავს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაზე (ჩრდილოეთ კორეა) აგრესიას.
ლეტალური იარაღის უკრაინაში, საბრძოლო ზონაში გაგზავნა კი დიდი შეცდომა იქნება, იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდება, შესაბამის ნაბიჯებს მივიღებთ — სამხრეთ კორეის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ნაკლებ სავარაუდოა ეს მოეწონოს“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
დოკუმენტს ხელი მოეწერა ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფხენიანში ვიზიტის ფარგლებში.
„შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ერთ-ერთი მხარის მიმართ აგრესიის შემთხვევაში“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთი არ გამორიცხავს „სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას“ ჩრდილოეთ კორეასთან ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძული ორადაა გაყოფილი: ჩრდილოეთად და სამხრეთად. მხარეებს შორის სიტუაცია დღემდე დაძაბულია.

ასევე დაგაინტერესებთ