რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, გაავრცელა ინფორმაცია 1 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.როგორც TASS იუწყება, პესკოვის განცხადებით, 1 აპრილს გაიმართება სომხურ-რუსული მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებს, ასევე სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარების თემებს.„შემდეგ კი ორი ლიდერი, პუტინი და ფაშინიანი, სამუშაო საუზმის ფორმატში, პირისპირ გააგრძელებენ საუბარს,“ – განაცხადა პესკოვმა.



