პუტინი და სი ევრაზიული უსაფრთხოების სამიტზე შეხვდებიან

ყაზახეთში ევრაზიული ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ. სამიტის ფარგლებში, არსებული ინფორმაციით, სა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან. ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი აქებენ ავრაზიული ქვეყნების “უსაფრთხოების კლუბს”, რომელსაც ისინი დასავლური გავლენის დამაბალანსებელ ძალად მიიჩნევენ.
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინი სამიტის ფარგლებში შეხვდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის და ს ლიდერებსაც. ცნობილია, რომ სამიტს არ დაესწრება ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოსკოვში ჩასვლას თვის ბოლოს გეგმავს, თუმცა ასტანაში სამიტზე დასასწრებად ინდოეთიდან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრა.
სამიტს ესწრება თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანიც, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრა რუს კოლეგასთან.
პუტინმა და სიმ 2001 წელს დაფუძნებული “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია” – რომელიც რუსეთს, ჩინეთსა და ცენტრალური აზიის რამდენიმე სახელმწიფოს აერთიანებდა, გააფართოვეს და მასში ინდოეთი, ირანი და პაკისტანიც ჩართეს და ამით ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთის საპირწონედ უსაფრთხოების ალიანსის შექმნა სცადეს.
რუსეთის ხელისუფლება განმარტავს, რომ სამიტის ფარგლებში ამ კლუბის წევრი სახელმწიფოები არსებულ ვითარებას განიხილავენ და კავშირების გაძლიერებაზე იმუშავებენ.
„წევრი ქვეყნების ლიდერები განიხილავენ არსებულ მდგომარეობას და ორგანიზაციის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და მისი საქმიანობის გაუმჯობესების პერსპექტივებს,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კრემლი ავრცელებს.
სამიტს ყაზახეთში წელს პირველად დაესწრება ბელარუსი, ქვეყანა კლუბში ოფიციალურად გაწევრიანდა. სამიტში მონაწილეობას ასევე იღებს: ბაჰრეინი, კამბოჯა, ეგვიპტე, ქუვეითი, მიანმარი, ნეპალი, კატარი, საუდი არაბეთი. სამიტზე დასასწრებად ასტანაში ელოდებიან გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშსაც.
გასულ წელს ევრაზიული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კლუბის სამიტი ონლაინ რეჟიმში გაიმართა, სამიტის შემდეგ კლუბის წევრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარი იყო „გარკვეული ქვეყნების ან ქვეყნების ჯგუფების მიერ გლობალური სარაკეტო თავდაცვის სისტემების ცალმხრივი და შეუზღუდავი გაფართოების უარყოფით“ გავლენაზე. განცხადებაში ნატო ნახსენები არ ყოფილა, თუმცა ამ ჩანაწერის მთავარ ადრესატად ანალიტიკოსებმა სწორედ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მიიჩნიეს.
რუსეთისა და ჩინეთის პირველი პირები ფიქრობენ, რომ ცივი ომის შემდგომი ეპოქა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები დომინირებს, იშლება.
ამერიკა კი თავის მხრივ ჩინეთს როგორც მთავარ კონკურენტს, რუსეთს კი – ნაციონალურ საფრთხედ მიიჩნევს. ამერიკის პრეზიდენტის, ს თქმით, საუკუნე რომელშიც ვცხოვრობთ, არის ეგზისტენციალური დაპირისპირება დემოკრატიებსა და ავტოკრატებს შორის. ოფიციალური ვაშინგტონი ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს ავტორიტარ მმართველებად მიიჩნევს, რომლებიც ებრძვიან სიტყვის თავისუფლებას და მკაცრად აკონტროლებენ მათ ქვეყნებში მედიასა და სასამართლოს.
ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რომელიც გასული წლის ნოემბერში კალიფორნიას ეწვია, მოიხსენია როგორც „დიქტატორი“, ხოლო ვლადიმირ პუტინზე ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ის „მკვლელია“. პეკინმაც და მოსკოვმაც, ოფიციალური ვაშინგტონის ეს პოზიცია გააკრიტიკეს.