პუტინი და მისი მთავრობა პასუხს აგებს, ეს დღე ძალიან მალე დადგება – იულია ნავალნაია

ალექსეი ნავალნის ცოლის განცხადებით, ყველა ინფორმაცია, რომელიც აქვთ, ცნობილია მხოლოდ ოფიციალური რუსული წყაროებიდან, რომელთა ნდობაც, მისივე თქმით, ძალიან რთულია.
იულია ნავალნაიამ ქმრის გარდაცვალებასთნ დაკავშირებით, განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
“მინდა პუტინმა, მისმა გარშემომყოფებმა, პუტინის მეგობრებმა, მისმა მთავრობამ იცოდნენ, რომ ისინი პასუხს აგებენ იმაზე, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს. და ეს დღე ძალიან მალე დადგება. მინდა მოვუწოდო მსოფლიო საზოგადოებას გაერთიანდნენ და დაამარცხონ ეს ბოროტება.” განაცხადა იულია ნავალნაიამ.