პუტინი დაცინვით ამბობს, რომ კამალა ჰარისს მისი “გადამდები” სიცილის გამო, რუსეთი მხარს უჭერს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხუთშაბათს, 5 სექტემბერს, ამერიკის საარჩევნო პროცესზე კომენტარი გააკეთა და დაცინვით თქვა, რომ რუსეთს სურს ს გამარჯვება, რომ კრემლისთვის ის ტრამპზე უკეთესი კანდიდატურაა მისი “გადამდები” სიცილის გამო.
პუტინის ამ კომენტარამდე ერთი დღით ადრე, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსული მედიის რედაქტორები დაასანქცირა ამერიკის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის.
იქამდე, ვიდრე ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, უარს იტყოდა არჩევნებში მონაწილეობაზე, პუტინმა განაცხადა, რომ მას ბაიდენის გაპრეზიდენტება ერჩივნა და არა ტრამპის.
ამერიკის სადაზვერვო სამსახური თვლის, რომ მოსკოვს სინამდვილეში ტრამპის გამარჯვება სურს, რადგან ის ნაკლებადაა მომართული უკრაინის დასახმარებლად.
შეკითხვაზე, როგორ უყურებს ის არჩევნებს ახლა, პუტინმა თქვა, რომ ეს ამერიკელი ხალხის გასაკეთებელი არჩევანია.
თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ როგორც ბაიდენმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ჰარისისთვის მხარი დაეჭირა, “ჩვენც იმავეს გავაკეთებთ, მას მხარს დავუჭერთ”.
პუტინი და მოდერატორი, ორივენი იღიმოდნენ, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა. ჰარისზე თავისი შეხედულებების შესახებ უფრო ფართოდ საუბრისას თქვა: “ის ისე გამომხატველად იცინის და ისე გადამდებად, რომ როგორც ჩანს, მისთვის ყველაფერი კარგადაა”.
მან თქვა, რომ შესაძლოა ეს იმას ნიშნავდეს, რომ ის მომავალში თავს შეიკავებს სთვის სანქციების დადებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს