პუტინი გადასახადებს ზრდის – გაიგეთ რატომ

ომს სულ უფრო და უფრო მეტი ფული სჭირდება. ვლადიმირ პუტინმა გადასახადების გაზრდა გადაწყვიტა. ასეთი რამ არ მომხდარა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.
რუსეთში იწყება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საგადასახადო ცვლილებები, რომლებიც გულისხმობს პროგრესული გადასახადების შემოღებას. სიახლე გავრცელდება საშემოსავლო გადასახადზე ფიზიკური პირებისთვის და მოგების გადასახადზე კომპანიებისთვის. ეკონომისტების შეფასებით, სიახლემ შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციის ზრდა, თუმცა, მათი აზრით, მთავარი მაინც ის არის, რომ იცვლება ეკონომიკის სტრუქტურა: სახელმწიფო აპირებს ფულის ნაწილის ამოღებას ბიზნესიდან და მოსახლეობისგან უფრო მნიშვნელოვანი სექტორების დასაფინანსებლად.
რის შეცვლას აპირებენ?
ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის პროგრესული სკალა გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის ზრდას 13%-დან 22%-მდე:
· წელიწადში 2,4 მლნ რუბლზე დაბალი შემოსავლის მქონეთათვის – 13%;
· წელიწადში 2,4-დან 5 მლნ რუბლამდე შემოსავლის მქონეთათვის – 15%;
· წელიწადში 5 მლნ რუბლიდან 20 მლნ რუბლამდე შემოსავლის მქონეთათვის – 18%;
· წელიწადში 20-დან 50 მლნ რუბლამდე შემოსავლის მქონეთათვის – 20%;
· წელიწადში 50 მლნ რუბლზე მეტი შემოსავლის მქონეთათვის – 22%
სრულად: radiotavisupleba.ge