პუტინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს სიმშვიდის აღსადგენად ირანთან კავშირების გამოყენებას სთავაზობს | ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ მან სპარსეთის ყურის ოთხი არაბული სახელმწიფოს ლიდერთან საუბრისას თქვა.
“მან გამოთქვა მზადყოფნა, გამოიყენოს მოსკოვის კავშირები ირანთან ახლო აღმოსავლეთში სიმშვიდის აღსადგენად აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, რაც მან დაგმო” | წერს გამოცემა
ცოტა ხნის წინ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი ტელეფონით ბაჰრეინის მეფეს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცსა და კატარის ემირს ესაუბრა. მათივე ცნობით, “მხარეებმა ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის აგრესია განიხილეს… საუბრისას ხაზი გაესვა საომარი მოქმედებების სწრაფად დასრულების აუცილებლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული სიტუაციის კონტროლიდან სრულად გამოსვლა”