პუტინი აცხადებს, რომ მზადაა უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების ჩასატარებლად

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიანიშნა, რომ ის ღიაა უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივი მოლაპარაკებების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ორშაბათს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას პუტინმა თქვა, რომ “ყოველთვის პოზიტიურად უყურებდა ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიევის რეჟიმის წარმომადგენლებიც იმავე აზრზე არიან”.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინის კომენტარები გულისხმობდა მზაობას უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართოს სამოქალაქო ობიექტებზე თავდაუსხმელობის შესახებ.
პარალელურად, რუსეთი აგრძელებს დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე. სამშაბათს ზაპორიჟიაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და 15 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. უკრაინის ხელისუფლების ცნობით სამშაბათს ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის იყო დარტყმები ხარკოვზე, რომლის შედეგადაც დაშავდა სულ მცირე შვიდი ადამიანი.
პუტინმა არ უარყო, რომ რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე, თუმცა თქვა, რომ ისინი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
”ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა შევისწავლოთ,” – თქვა მან. “ეს ყველაფერი საფუძვლიანი გამოძიების საგანია. შესაძლოა ორმხრივად, დიალოგის შედეგადაც. ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ.”
პუტინის განცხადებამდე ზელენსკიმ წამოაყენა წინადადება სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მანამდე კი რუსეთმა გამოაცხადა სააღდგომო ზავი, რომლის დარღვევაშიც ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის

ევროკავშირმა რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებში მონაწილეობის გამო მოსამართლეებს, პროკურორს, გამომძიებელს, ასევე, სასჯელაღსრულების კოლონიებისა და იზოლატორების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლეზე – ეს ქალბატონი უცნობი ექსპერტი იყო, რომელსაც „ოცნების“ ყველა მავნებლობა „გაპრავებული“ აქვს – რაც შეეხება პროცესის დახურვას, ყველა იცინოდა და მეც ვიცინოდი, შეუძლებელია არ გაგეცინოს იმაზე, რაც დარბაზში ხდება