პუტინი არ ვარ, პრეზიდენტი 30 ან 35 წლის განმავლობაში არ ვიქნები – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, მ თქვა, რომ პუტინი არ არის და არ სურს, რომ 30 ანდა 35 წლის განმავლობაში პრეზიდენტის თანამდებობა ეკავოს, რადგან გარშემო მყოფთა პატივისცემისა და თავმოყვარეობის შენარჩუნება სურს.
ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-ის გადაღებულ დოკუმენტურ სერიალში ილაპარაკა.
“მე პუტინი არ ვარ. არ ვიქნები პრეზიდენტი 30 წლის ან, რამდენიცაა, 35 წლის განმავლობაში. არ ვიქნები. მერწმუნეთ. ეს ნიშნავს, რომ ეს სამსახური უნდა გავიარო და პატივისცემა შევინარჩუნო, საკუთარი თავმოყვარეობა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”. – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პატივისცემის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი მისი ოჯახისა და მისი შვილებისთვის.
“და ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავეხმარო ს იმ ყველაფრის გაკეთებაში, რაც შესაძლებელია და რაც შეიძლება უკეთ”. – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეიძლება ჩატარდეს.
tabula.ge