რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ დაამყარებს მშვიდობას უკრაინასთან, მანამ, სანამ ის არ გაიგებს 2024 წლის ნოემბრის ამერიკის არჩევნების შედეგებს. Reuters-ის ცნობით, აღნიშნულზე აშშ-სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ისაუბრა.
განცხადება კეთდება შეშფოთების ფონზე, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოტენციურმა გამარჯვებამ შეიძლება გააუარესოს დასავლეთის მხარდაჭერა კიევისთვის. ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც ხელახლა გაპრეზიდენტება სურს, მკვეთრად აკრიტიკებდა კიევისადმი აშშ-ს მხარდაჭერას.
ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა, რადგან იცის, რომ სამშვიდობო შეთანხმება მომავალ წელს ნაკლებად სავარაუდოა.
“ჩემი მოლოდინი არის, რომ პუტინი არ დაამყარებს მშვიდობას ან მნიშვნელოვან მშვიდობას, სანამ ის იხილავს ჩვენი არჩევნების შედეგს” – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა შეხვედრის შედეგებზე.
“ეს იყო კონტექსტი, რომელშიც ყველა მოკავშირემ გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ” სამშაბათს ნატოს შეხვედრაზე, დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტრამპის სახელის ხსენების გარეშე ან ცალსახად იმის თქმის გარეშე, თუ როგორ იმოქმედებს არჩევნების შედეგი უკრაინის მხარდაჭერაზე.