პუტინი არჩევნებს რეკორდული პროცენტით იგებს. დასწრებაც სარეკორდოდ მაღალია

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პანფილოვას თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა ამ ეტაპზე ხმათა 87,5% პროცენტი მიიღო.
ხმების წინა რეკორდი პუტინმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაამყარა. მაშინ მან 77 %-ით გაიმარჯვა.
კომუნისტ ნიკოლაი ხარიტონოვს ხმათა 4.04% აქვს, პარტია “ნოვიე ლიუდის” (ახალი ხალხის) წევრ ვლადისლავ დავანკოვს – 3.99%, ლიბერალ-დემოკრატ ლეონიდ სლუცკის კი – 3.08%.

ხმის მიცემა გაიმართა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში პუტინს 95 % აქვს, ხერსონის ოლქში – 88 %, ზაპორიჟიაში კი – 92 %.
დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, რომ ადგილობრივებს აიძულებდნენ საარჩევნო უბნებზე მისულიყვნენ.
ს ისტორიაში საპრეზიდენტო არჩვენებზე დასწრება 70%-მდე არასდროს ასულა. რეკორდი არაერთმა რეგიონმა მოხსნა.
მაგალითად, ჩეჩნეთში საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის 96 % მივიდა. აქედან დათვლილია თითქმის 3%. პუტინმა ხმათა 99.28% მიიღო.
ოფიციალური გამარჯვების შემდეგ, პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით, 2030 წლამდე გახდება. 2030 წელს მას კვლავ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა.

რუსეთში საპარლამენტო 15-17 მარტს ჩატარდა, რუსეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების ფონზე.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ