პუტინი ამბობს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი NATO-ზე თავდასხმას არ გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი, სრულ სისულელეს უწოდებს -ს პრეზიდენტის ს განცხადებას, რომ თავს დაესხმება NATO-ს, თუ ის ში ომში მოიგებს.
„ეს სრული სისულელეა – და ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენს ეს ესმის“, – ამბობს პუტინი სახელმწიფო ტელევიზიასთან Rossiya ინტერვიუში. მისივე თქმით, ბაიდენი, როგორც ჩანს, ცდილობს გაამართლოს საკუთარი „მცდარი პოლიტიკა“ რუსეთის მიმართ.
„რუსეთს არ აქვს არანაირი მიზეზი, არანაირი ინტერესი – არც გეოპოლიტიკური ინტერესი, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური და არც სამხედრო – ნატოს ქვეყნებთან საბრძოლველად“, – განაცხადა პუტინმა.
აშშ-ს ხელმძღვანელობით ნატოს ალიანსი დაარსდა 1949 წელს, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იგი გაფართოვდა და მოიცვა ყოფილი საბჭოთა და ვარშავის პაქტის ქვეყნები.
პუტინმა თქვა, რომ რუსეთი იძულებულია „გარკვეული სამხედრო ნაწილების მოაბილიზოს“ ჩრდილოეთ რუსეთში, ფინეთის საზღვარზე, ამ ქვეყნის ნატოში შესვლის გამო.
კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება საერთო ენის გამონახვა დასავლეთთან, პუტინმა უპასუხა: „მათ მოუწევთ საერთო ენის გამონახვა, რადგან მათ მოუწევთ ჩვენი გათვალისწინება“.
პუტინი ომს შეერთებულ შტატებთან უფრო დიდი ბრძოლის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც კრემლის ელიტის თქმით, მიზნად ისახავს რუსეთის დაყოფას, მისი უზარმაზარი ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდებას და შემდეგ ჩინეთთან ანგარიშსწორებას.
დასავლეთი, რომელიც თავის მთავარ საფრთხედ რუსეთსა და ჩინეთს წარმოაჩენს, ამბობს, რომ რუსეთის განადგურების გეგმა არ აქვს. უკრაინა აცხადებს, რომ არ გაჩერდება, სანამ თავისი ტერიტორიიდან უკანასკნელ რუს ჯარისკაცს არ განდევნის.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი: ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება