პუტინი ამბობს, რომ მოხალისეთა დიდმა რიცხვმა, ომის ბედი რუსეთის სასარგებლოდ შეატრიალა

ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსულ ჯარში დიდი რაოდენობით ადამიანების ნებაყოფლობით ჩაწერამ, უკრაინასთან ომი მოსკოვის სასარგებლოდ შემოატრიალა და იმედოვნებს, რომ მისი არმია წინსვლას გააგრძელებს.
პუტინმა, რომელმაც თქვა, რომ წელს რუსულმა ძალებმა უკრაინული არმია 200 დასახლებული პუნქტიდან გააძევა და ფრონტის მთელ ხაზზე ინიციატივას ინარჩუნებს, ამ თემაზე თავდაცვის სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მან თქვა, რომ წელს არმიაში სამსახურისთვის კონტრაქტს დაახლოებით 430,000 პირმა მოაწერა ხელი, ერთი წლის წინ ეს რიცხვი 300,000 იყო. მისი თქმით, ამას რუსული ომის ძალისხმევისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა.
პუტინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა იმავე აუდიტორიას უთხრა, რომ სამხედრო დაგეგმვის კუთხით, ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს, მათ შორის ყველაზე ექსტრემალური სცენარისთვისაც, როგორიც შემდეგ ათწლეულში ევროპაში ნატოსთან შესაძლო კონფლიქტია.
პუტინმა ასევე თქვა, რომ დიდი შეშფოთებით აკვირდება შეერთებული შტატების მიერ ახლო და საშუალო რადიუსის რაკეტების განვითარებას და შესაძლო განლაგებას. მისი თქმით, თუ ამერიკა გადაწყვეტს ასეთი იარაღი განალაგოს, შესაძლოა რუსეთმა ასეთი რაკეტების განლაგებაზე საკუთარ, ნებაყოფლობით შეზღუდვაზე უარი თქვას.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ