პუტინის ცალმხრივი ზავის პირველმა ღამემ დრონებით თავდასხმის გარეშე ჩაიარა

რუსეთს პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული სამდღიანი ზავის პირობებში უკრაინის ცაზე უპილოტო საფრენი აპარატები არ გამოჩენილა, თუმცა იტყობინებიან სუმის ოლქის დაბომბვის შესახებ.
სუმის ოლქში ბომბის ჩამოგდების შესახებ ცნობა უკრაინის საჰაერო ძალებმა 8 მაისის ღამის 03:00 საათისთვის გაავრცელეს.
არ შეინიშნება უკრაინული დრონებით ს ქალაქებზე მასირებული იერიშიც, თუ წინა დღეებში რუსული მხარე ასობით უკრაინული დრონით იერიშისა და ამ დრონების ჩამოგდების შესახებ იტყობინებოდა ხუთშაბათს ღამით რამდენიმე და მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა უკრაინული დრონების გამოჩენაზე.
პუტინის მიერ 28 აპრილს ცალმხრივად გამოცხადებული დროებითი ზავი გრინვიჩის დროით 10 მაისის 21:00 საათამდე იმოქმედებს და უკავშირდება მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს. “დიდი სამამულო ომში გამარჯვების” 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მოსკოვში ჩასვლას 20-მდე ქვეყნის ლიდერიც აპირებს,
ზავის გამოცხადებაზე სთან რაიმე სახის მოლაპარაკება არ გამართულა გარდა რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებისა, რომ კიევმაც უნდა მისდიოს ამ მაგალითს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ უარყო პუტინის მიერ 28 აპრილს ცალმხრივად გამოცხადებული დროებითი ზავი. მან ზავს „დიდი თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინა მზადაა ზავისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ არა სამი, არამედ 30 დღით.
სააღდგომოდ, 20 აპრილს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობის დარღვევაში მოსკოვი და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა