პუტინის ყოფილი თანაშემწე სურკოვი: რუსეთი ყველა მიმართულებით გაფართოვდება, იმდენად, რამდენადაც ამას ღმერთი ინებებს

პუტინის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი: „ ყველა მიმართულებით გაფართოვდება, იმდენად, რამდენადაც ამას ღმერთი ინებებს.“
სურკოვის თქმით, რუსეთი გააგრძელებს საზღვრების „ყველა. მიმართულებით“ გაფართოებას და თავისი გავლენის გაძლიერებას სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის გზით.
◾️ „რუსულ სამყაროს საზღვრები არ აქვს. ის ყველგანაა, სადაც რუსული გავლენაა, ერთი ფორმით თუ მეორეთი: კულტურული, საინფორმაციო, სამხედრო, ეკონომიკური, იდეოლოგიური ან ჰუმანიტარული…
ჩვენი გავლენის მასშტაბი რეგიონიდან რეგიონამდე მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ არასდროს არის ნულის ტოლი. ამიტომ, ჩვენ ყველა მიმართულებით გავფართოვდებით, იმდენად, რამდენადაც ღმერთი ინებებს და რამდენად ძლიერები ვიქნებით. მთავარი ისაა, რომ ზომას არ გადავაჭარბოთ და ზედმეტად დიდი ნაჭერი არ მოვიტეხოთ,“ – განაცხადა სურკოვმა ფრანგულ გამოცემა L’Express-თან ინტერვიუში.
◾️ ამავდროულად, სურკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის ამჟამინდელი ამოცანა „უკრაინის სამხედრო ან სამხედრო-დიპლომატიური დამარცხებაა“. მისი თქმით, საჭიროა „ამ ხელოვნური კვაზი სახელმწიფოს მის ბუნებრივ ფრაგმენტებად დაშლა. ამ გზაზე შესაძლოა მანევრები, შეფერხებები და პაუზები იყოს, მაგრამ ეს მიზანი აუცილებლად მიღწეული იქნება,“
◾️ სურკოვის აღნიშნა, რომ შედგება სამი „ძალიან განსხვავებული რეგიონისგან“: „სამხრეთი და აღმოსავლეთი – რუსული; ცენტრი – რუსულ-არარუსული; და დასავლეთი – ანტირუსული“. მისი თქმით, „სამხედრო გავლენის“ დახმარებით, „ანტირუსული დასავლეთი“ თავის ისტორიულ ტერიტორიაზე შეიზღუდება და „რუსულ მიწაზე გავრცელებას შეწყვეტს“.
◾️ ამასთანავე , სურკოვმა განაცხადა, რომ სამხედრო კონფლიქტის მდგრადი მოგვარება შეუძლებელია ევროკავშირის ჩართულობის გარეშე. „უკრაინის დაბალანსებული გაყოფა აუცილებლად უნდა მოიცავდეს წილს ბრიუსელისთვისაც,“ – განაცხადა სურკოვმა.