რუსეთი საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულებაზე უარს ამბობს. პუტინის განკარგულებით მოსკოვი არც სტრასბურგის განაჩენებს დაემორჩილება. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ რუსეთი არც დაზარალებული საქართველოს მოქალაქეებისთვის გეგმავს კომპენსაციის გადახდას.
სტრასბურგის ბოლო გადაწყვეტილებით მოსკოვს 253 მილიონი ევროს ანაზღაურება დაეკისრა 29 ათასი ქართველის მასობრივი ტერორისთვის. მიზეზი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართველების მასობრივი დატერორებაა. პუტინის ხელმოწერილი კანონი კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებსაც შეეხება.
რა ხდება მაშინ, როცა რუსეთი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და დაკისრებულ კომპენსაციას არ იხდის? – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღსრულებას უწევს ზედამხედველობას. იზრდება რუსეთზე ზეწოლა პოლიტიკური და სამართლებრივი გზებით, მათ შორის აქტივების ჩამორთმევით ან გაყინული სახსრებიდან გადახდის გზით – ევროკავშირმა რუსეთს 210 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინა, უდიდესი ნაწილი ბელგიაში ინახება.
შესაძლებელია სწორედ ამ თანხების მოთხოვნა, თუმცა, ამას ივანიშვილის გუნდი არ აპირებს და არ გეგმავს ევროპის საბჭოს რუსეთზე წნეხის გაზრდის მოთხოვნით მიმართოს.
რატომ არ ითხოვს ქართული ოცნება აგვისტოს ომში დაზარალებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადაცემის აღსრულებას? – დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.




