პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება, არ არის მოულოდნელი | ენმ-ში გახარიას პარტიის მოთხოვნას პასუხობენ

გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით, ამიტომ პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელი – ასე ეხმაურებიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გახარიას პარტიის მოთხოვნას, დააბრუნონ საპატიმროში.
„გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით, ამიტომ პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელი და არც ის იქნება გასაკვირი, რომ დასჯა უფრო მკაცრი მეთოდებით, თვალების დათხრა რომ მოითხოვონ ამ ადამიანებმა, მითუმეტეს ადამიანური თვალსაზრისით პატიმრის დაბადების დღეზე საქართველოში პატიმრის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებების მოთხოვნა, რომელ ადამიანობაში, რომელ ქართულ ეთიკაში ჯდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანები კრემლის ბრძანებას ასრულებენ ხოლმე პატრიოტების წინააღმდეგ, მათ შორის ახლაც რომ ჰქონდეთ საშუალება, შეიძლება თვალებიც დათხარონ მიხეილ სააკაშვილს და დაასახიჩრონ კიდეც, რადგან ეს არის მათი ხელწერა – პატრიოტების წინააღმდეგ ბრძოლა და მათ დავუჯერებთ, მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ აქვს საქართველოში ცხოვრების და პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, რაც არის კრემლის მთავარი ინსტრუქცია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს საშუალება ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების.“ – განაცხადა ენმ-ის გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.