პუტინის საზღვაო ფლოტის ეს უკანასკნელი განადგურება აჩვენებს, რომ ცდებიან, ვისაც სჯერა, რომ ომი ჩიხშია | ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი რუსული სადესანტო გემის განადგურებას X-ზე ეხმაურება. მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ არასწორია მოსაზრება, თითქოს ში მიმდინარე ომი ჩიხშია.
“პუტინის საზღვაო ფლოტის ეს უკანასკნელი განადგურება აჩვენებს, რომ ცდებიან ისინი, ვისაც სჯერა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია. მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში, ს შავი ზღვის ფლოტის 20% განადგურდა. შავ ზღვაში რუსეთის დომინირება ახლა გამოწვევის წინაშე დგას და გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის ხელმძღვანელობით ახალი საზღვაო შესაძლებლობების კოალიცია ხელს უწყობს ზღვაზე უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფას,” – წერს შაპსი.
This latest destruction of Putin's navy demonstrates that those who believe there's a stalemate in the Ukraine war are wrong!

They haven't noticed that over the past 4 months 20% of Russia's Black Sea Fleet has been destroyed.

Russia's dominance in the Black Sea is now… https://t.co/F6zRmA9Kwx— Rt Hon Grant Shapps MP (@grantshapps) December 26, 2023
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა.