რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სავარაუდო შვილმა, ლუიზა როზოვამ (ელიზავეტა კრივონოგიხ) სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს ადამიანზე, რომელმაც “შეიწირა მილიონობით სიცოცხლე და დაანგრია მისი ცხოვრება”.
“ძალიან კარგია, რომ საკუთარ სახეს ისევ აჩვენებ მსოფლიოს და ეს მე სულ მახსენებს, ვინ მოსპო ჩემი ცხოვრება. ადამიანმა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და დაანგრია ჩემი”. – წერს როზოვა, სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინზე.
22 წლის როზოვამ, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ადგილობრივი ხელოვნების სკოლის დამთავრების შემდეგ ცხოვრობს, ზემოხსენებული პოსტები Telegram-ის პირად არხზე გამოაქვეყნა.
ლუიზა როზოვა 2003 წელს პეტერბურგში, სავარაუდოდ, მისი დედის, სვეტლანა კრივონოგიხისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობის შედეგად დაიბადა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კი როზოვამ რუსეთი დატოვა და საფრანგეთში სასწავლებლად წავიდა.