პუტინის „სააღდგომო ზავის“ მიუხედავად, რუსებმა ხერსონის ოლქს დრონებით შეუტიეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ე.წ. „სააღდგომო ზავის“ შესახებ გამოცემული ბრძანების ფონზე, ში ცეცხლი არ შეწყვეტილა -ხერსონის ოლქის გუბერნატორი ოლექსანდრ პროკუდინი ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე აქვეყნებს პოსტს და წერს, რუსები ხერსონს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს.
ხერსონის გუბერნატორის ცნობით, დრონებით შეტევა ს მხრიდან საღამოს 18:00 საათზე დაიწყო. პროკუდინის ცნობით, ქალაქ ხერსონის დნეპრის უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 7 ბინაში ცეცხლი გაჩნდა. დრონი აფეთქდა სოფელ უროჟანიეს ერთ ავტომობილშიც. რუსებმა დრონებით იერიში მიიტანეს ქალაქ სტანისლავზეც.
„სამწუხაროდ, სიმშვიდეს ვერ ვხედავთ. იერიშები გრძელდება და მშვიდობიანი მცხოვრებლები თავდასხმის ქვეშ არიან. ეს კი დასტურია იმისა, რომ რუსეთისთვის არაფერია წმინდა. ოკუპანტების სიტყვების დაჯერება ნიშნავს ჩვენი თავების დაყენებას საფრთხის წინაშე. ფხიზლად ვიყოთ“, – წერს პროკუდინი ტელეგრამზე.
19 აპრილს რუსულმა მედიამ კრემლზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვის დროით 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა “სააღდგომო ზავი” აამოქმედა.
„ჰუმანიტარული მოსაზრებებით, ვბრძანებ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდეს ყველა სამხედრო მოქმედება“ – თქვა პუტინმა გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე.
თუმცა პუტინის განცხადებას მალევე მოჰყვა უკრაინის პრეზიდენიტის, ს გამოხმაურება, სადაც აცხადებდა, რომ უკრაინაში საჰაერო განგაში იყო და რომ პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი იყო “შაჰიდები” უკრაინის ცაში”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ვფიქრობ, რომელიმე ოპოზიციურ არხზე უნდა გაკეთდეს გადაცემა, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება და მისია ექნება: ამხილოს “ოცნების” ლიდერების და მათი პროპაგანდისტული მედიის ტყუილები

ნიკოლოზ სამხარაძე – არ გვექნება რუსეთთან არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური ურთიერთობა, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს ჯარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

დონალდ ტრამპი – არ ვიცი, პუტინი თურქეთში ჩავა თუ არა – ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი