პუტინის რეიტინგი რეკორდულად დაეცა – Moscow Time

პუტინის რეიტინგი ეცემა. სოციოლოგიური კვლევა საზოგადოებრივი აზრის ფონდმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, პუტინის მოღვაწეობით კმაყოფილი რესპონდენტთა 79%-ია, რაც ივნისის მაჩვენებელზე 4%-ით ნაკლებია. ეს პუტინის რეიტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცემაა 2022 წლის სექტემბრიდან, როდესაც მობილიზაციის ფონზე მან ერთ კვირაში 5% დაკარგა.
52%-მდეა დაცემული რუსეთის მთავრობის რეიტინგიც.
როგორც Moscow Times-ი წერს, ხელისუფლების რეიტინგის დაცემა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის, კომუნალური გადასახადების გაზრდას, ინტერნეტზე შეზღუდვებს და უკრაინის საკითხზე შეერთებულ შტატებთან დიალოგის უპერსპექტივობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა