პუტინის პროპაგანდისტი სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და USAID-ი ლანძღა

პუტინის პროპაგანდისტი, ტელეარხის RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და სტუდენტებს შეხვდა.
სიმონიანმა გააკრიტიკა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID.
“ასეთი ორგანიზაციები, ეწევიან თავიანთ პოლიტიკასა და ღირებულებებს, ცვლიან ქვეყნების კულტურულ კოდს, ართმევენ მათ დამოუკიდებლობას” – თქვა კრემლის რუპორმა და ს “ხელმძღვანელობას” უსურვა „სიბრძნე, გამბედაობა და ძალა მათთან უკომპრომისოდ საბრძოლველად“.
მანამდე USAID არაერთხელ გააკრიტიკა აფხაზეთის “საგარეო საქმეთა მინისტრმა” მაც და თქვა, რომ “კარს დაუკეტავენ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ.”