პუტინის პირადი ექიმი ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად საქართველოშია – მედია

რუსეთის დიქტატორის, ს პირადი ექიმი, ლეონიდე ბოკერია, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, რამდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება.
როგორც “გურიის მოამბეს” დან აცნობეს, ორი დღის განმავლობაში დელეგაცია ფოთში იმყოფებოდა, გუშინ, საღამოს კი შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფისაკენ” გაემართნენ.
ჟურნალისტთა დელეგაციაში იმყოფებიან “ისტანკინოს”, “ნტვ” სა და ტვ “რასიას” გადამღები ჯგუფები.
ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად ვისი მიწვევით იმყოფება რუსების დელეგაცია საქართველოში.
ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ რუსი ჟურნალისტები გადაღებებს აწარმოებენ, ხოლო თავად ლეონიდე ბოკერია გარკვეულ შეხვედრებს მართავს დახურულ დონეზე.(გურიის მოამბე)