პუტინის პარტიის კერძო არმია რეკრუტირებას აძლიერებს | უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ს მმართველმა პარტიამ “ერთიანი რუსეთი”, საკუთარი კერძო სამხედრო ორგანიზაცია შექმნა, სახელწოდებით „ესპანიოლა“.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, დაჯგუფების რეკრუტირების ცენტრებში, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებენ, მოხალისეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის თვეში 220 000 რუბლს პირდებიან. კონტრაქტი მინიმუმ ნახევარწლიანია.
პუტინის პარტიის სამხედრო დაჯგუფება “მოხალისეებს” პირდება “დაზღვევას”. კერძოდ: 1 მილიონ რუბლს “მცირე ტრავმის” შემთხვევაში; 2 მილიონ რუბლს – საშუალო სიმძიმის დაზიანებაში; 3 მილიონი რუბლს მძიმე დაზიანებისთვის, ხოლო სიკვდილის შემთხვევაში ოჯახს 5 მილიონ რუბლს გადაუხდიან.
“თუმცა, ფინანსური მოტივაცია მხოლოდ შეფუთვის ფუნქციას ასრულებს. ახალწვეულთა უმეტესობისთვის პირველი ბრძოლა არის ცალმხრივი ბილეთი. რუსები არ იღებენ დაღუპულებს და მძიმედ დაჭრილებს ბრძოლის ველიდან, ისინი აღრიცხავენ მათ როგორც „დაკარგულებს“, რათა ახლობლებს არ გადაუხადონ მარჩენლის გარდაცვალებისთვის.” – წერს უკრაინის დაზვრევა.
მათივე ცნობით, “ესპანიოლა” ადრე ე.წ “აღმოსავლეთის” ბატალიონის შემადგენლობაში იყო, როგორც მოხალისე საფეხბურთო ნაწილი, 2023 წელს კი სამხედრო კომპანიად გადაკეთდა და “ერთიანი რუსეთის” დაფინანსებით მოქმედებს.