პუტინის მტკიცებით, ორბანი არა პრორუსი, არამედ “პროეროვნულია”

ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრები შეაქო და მათ “პროეროვნულები” უწოდა. პუტინმა 2023 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეს ორი პოლიტიკოსი პრორუსი არაა და ისინი იცავენ თავიანთი ქვეყნების ინტერესებს.
“ფიკო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, უნგრეთში. მე უკვე ბევრჯერ მითქვამს, ისინი არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, ისინი არიან პროეროვნულები, ისინი იცავენ თავიანთ ინტერესებს”, – თქვა პუტინმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მივიდა ევროპული საბჭოს სამიტზე. ამ ორი დღის განმავლობაში უნდა გადაწყდეს დაიწყება თუ არა გაწევრების მოლაპარაკებები სთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე, მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
ორბანი სთან მოლაპარაკების დაწყების მთავარი მოწინააღმდეგეა. მას პოზიცია არც სამიტის წინ გამართული შეხვედრების შემდეგ შეუცვლია:
· უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების მიზეზი არ არსებობს | ორბანის პოზიცია უცვლელია