პუტინის მრჩეველი: კიევისთვის მოლაპარაკების შეთავაზება ძალაშია, თუმცა არა ამ ეტაპზე

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა ორშაბათს თქვა, რომ მოსკოვი უკრაინასთან ახლა, კურსკის რეგიონზე თავდადხმის პირობებში, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს, მაგრამ არც მანამდე წარდგენილ შეთავაზებებზე ამბობს უარს.
უშაკოვმა ეს კომენტარები სატელევიზიო ეთერში გააკეთა და თქვა, რომ “ამ ეტაპზე საუბარს არ აპირებენ”.
რუსეთის საზღვარი, 6 აგვისტოს და მას შემდეგ, ათასობით უკრაინელმა ჯარისკაცმა გადაკვეთა და კიევის მტკიცებით, ახლა ის ათობით დასახლებას აკონტროლებს. ეს რუსეთში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უცხო ქვეყნის ძალების ყველაზე მასშტაბური შეჭრაა, რაც ბევრი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის შეიარაღებული ძალების პრესტიჟს კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს.
კითხვაზე, გაუქმებულია თუ არა ახლა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ივნისში გაკეთებული შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე, უშაკოვი ამბობს, რომ არა. “ისინი (ის შეთავაზებები) გაუქმებული არაა. მაგრამ, ამ ეტაპზე ცხადია, ყოვლად შეუსაბამო იქნებოდა რაიმე ტიპის მოლაპარაკების პროცესში ჩართვა”, – თქვა ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა. მას ჰკითხეს, რამდენხანს დარჩება ძალაში ეს შეთავაზებები, რაზეც თქვა, რომ არ იცის და ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული, მათ შორის, ბრძოლის ბელზე არსებულ ვითარებაზე.
ივნისში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინასთან ომს იმ შემთხვევაში დაასრულებდა, თუკი უარს იტყოდა ნატოში გაწევრიანების სურვილზე და თავის ოთხ რეგიონს რუსეთს დაუთმობდა. უკრაინის ამ ოთხ რეგიონს საკუთარ ტერიტორიად აცხადებს. ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო