პუტინის მოწინააღმდეგე შამანს სასამართლო კვლავ უარს ეუბნება ნაკლებად მკაცრ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანაზე

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, პრიმორიეს რეგიონულმა სასამართლომ 15 ივლისს უარყო საჩივარი, რომელიც მიემართებოდა დაბალი ინსტანციის სასამართლოს მიერ მაისში მიღებულ გადაწყვეტილებას – ამ გადაწყვეტილებით იაკუტიელ შამანს, ალექსანდრ გაბიშევს, უარი უთხრეს ნაკლებად მკაცრ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანაზე.
გაბიშევის სახელი მედიაში 2019 წელს გამოჩნდა, როცა მან მოსკოვისკენ მსვლელობა მოაწყო, მისი თქმით, კრემლიდან პუტინის განდევნის მიზნით. გაბიშევმა 2000-მდე კილომეტრი გაიარა, სანამ ს ბურიატიის რეგიონში დააკავებდნენ.
2021 წლის ივლისში, გაბიშევი თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოათავსეს მკაცრი პირობების კლინიკაში. მას შემდეგ არ დაკმაყოფილდა მისი შედარებით მსუბუქ დაწესებულებებში გადაყვანის რამდენიმე რეკომენდაცია.
უფლებადამცველი ჯგუფი “მემორიალი” გაბიშევს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.