პუტინის მეგობრის კომპანია შეისყიდის “ლუკოილის” უცხოურ აქტივებს

ნავთობით მოვაჭრე კომპანია Gunvor-ი, რომელსაც აკონტროლებს ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარი, გენადი ტიმჩენკო, გამოვიდა წინადადებით შეისყიდოს დასავლეთის სანქციების ქვეშ მოხვედრილი “ლუკოილის” უცხოური აქტივები.
როგორც სააგენტო “ტასსი” წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას. “ლუკოილმა” პასუხისმგებლობა იკისრა მოლაპარაკება არ აწარმოოს სხვა მყიდველებთან და დაადასტურა აქტივების Gunvor-სთვის მიყიდვა. საქმე ეხება ავსტრიაში რეგისტრირებული Lukoil International GmbH-ს აქციათა 100 პროცენტს.
22 ოქტომბერს -მა დაუწესა სანქციები “ლუკოილს” და “როსნეფტს”, უკრაინის მიმართ ს მიმდინარე აგრესიის გამო. შეზღუდვები შეეხო ასევე კომპანიის “შვილობილ” სტრუქტურებს, მათ შორის ლოგისტიკურ ქვეგანყოფილებებს.
Gunvor-ი 1997 წელს დააარსეს ტიმჩენკომ და თურნბიორნ ტერნკვისტმა, კომპანია ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს და აქტივებს ფლობს რუსეთში, თურქეთში, პანამაში, ბელგიასა და გერმანიაში. 2014 წელს ტიმჩენკო ოფიციალურად კომპანიის აქციათა 44 პროცენტს ფლობდა, თუმცა რუსეთის მხრიდან უკრაინის ს ანექსირების შემდეგ თავისი წილი პარტნიორს მიჰყიდა და ბიზნესიდან ფორმალურად გავიდა – თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, იგი კონტროლს ინარჩუნებს.
ტიმჩენკო რუსეთის და ფინეთის მოქალაქეა.
-ის ფინანსთა სამინისტრო მანამდე აცხადებდა, რომ Gunvor-ის ბიზნესში წილს პუტინიც ფლობს.