პუტინის მარცხი, ჩვენი პროპაგანდისტური ნარატივი თუ ობიექტური რეალობა? – გიორგი თავდგირიძე

პუტინის მარცხი, ჩვენი პროპაგანდისტური ნარატივი თუ ობიექტური რეალობა? იმისთვის რომ ავხსნა, რატომ ვთლი რომ 2022 წლის თებერვალში დაწყებულ ომში პუტინი დამარცხდა, ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. ს იმპერია არ არის ეროვნული წარმონაქმნი და მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნიზმით იკვებება და ჭარბობს ეთნიკურად რუსად თვითიდენტიფიცერუბული მოსახლეობა, ის მაინც იდეის ირგვლივ კონსოლიდირებული სახელმწიფოა. პირველი იმპერია იყო რომანოვების გერმანულ-რომაული იმპერია, რომელიც ოქროს ურდოს ევროპულ მოდერნიზაციის შედეგად წარმოიშვა და გაძლიერდა, მისი დაცემა სახელმწიფო მოწყობის ყაზარმული პრინციპების ლიბერალიზაციამ გამოიწვია. მეორე იმპერია სტალინის სოციალისტური იმპერია იყო, რომელიც იმ ეპოქაში პოპულარულ სოციალიზმის უტოპიურ იდეოლოგიაზე იდგა და მის სიძლიერეს სახელმწიფოს (მათ შორის ეკონომიკის, განათლების, სოფლის მეურნეობის, კულტურული ურთიერთობებისაც კი) სამხედრო რელსებზე გადასვლას და ომის რეჟიმში ფუნქციერება წარმოადგენდა. მშვიდობიანობის პირობებშიც კი. მეორე იმპერიის დაცემა სამხედრო რეჟიმიდან მშვიდობიან რელსებზე გადასვლამ გამოიწვია. კონსოლიდირებული პოლიტიკური ძალაუფლების, ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე უპირობო კონტროლის და უზარმაზარი თავისუფალი ფინანსური რესურსის არსებობის პირობებში პუტინს გაუჩნდა შანსი და ცდუნება მეორე იმპერიის ნარჩენებზე შეექმნა მესამე იმპერია, რომელიც პირველი და მეორე იმპერიის ნაზავი იქნებოდა, სახელმწიფო-ყაზარმა ოღონდ წოდებრივ-მონარქიული მოწყობის და სოციალიზმის გარეშე. სვარაუდოდ, მართველის არჩევის ბიზანტიური მოდელით, უვადო იმპერატორი სახალხო და რელიგიური ლეგიტიმაციით და მემკვიდრის დასახელების ( დატოვების) უფლებით. საინტერესო პარალელებია სტალინს და პუტინს შორის. სტალინმა კარგად იცოდა, რომ მისი იმპერიის არსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა გარანტირებული თუ უშუალოდ სამეზობლოში, ევროპასა და აზიაში კონკურენტებს გაანადგურებდა. ამიტომ, ორ ხუთწლედში, მან მთელი რესურსი ევროპის დაბყრობისათვის საჭირო საბრძოლო კომპონენტის შექმნას მოახმარა. 1941 წლის გაზაფხულზე მას უკვე ჰქონდა ( ყავდა) 28 ათასი ტანკი ( გერმანელებს 4200) და 24 ათასი საბრძოლო თვითმფრინავი ( გერმანიას 3400 ). იმავე წლის ივნისს-ივლისში მას უნდა დაეწყო ევროპის დაბყრობის ( განთავისუფლების) ოპერაცია, რაც მისი მსოფლიო ბრძანებლობით და უძლიერესი იმპერიის ჩამოყალიბებით უნდა დასრულებულიყო. მიზეზთა გამო, გერმანელებმა მოახერხეს სტალინის მსოფლიო ბატონობის სამხედრო ინსტრუმენტის განადგურება და სტალინის მსოფლიო იმპერიის შექმნის ოცნება დასრულდა, სტალინმა მარცხი განიცადა, რასაც მოყვა მისი იმპერიის ჯერ დასუსტება, შემდეგ დაშლა. სავარაუდოდ, პუტინის იმპერიული ამბიციის აღსრულება არ იყო ავანტიურა და მას ლოგიკური, კარგად გათვლილი გეგმაც ჰქონდა და საჭირო შესაძლებლობებით უზრუნველყოფილი ჯარიც ამ გეგმის განსახორციელებლად. უკრაინის დაკავების შემდეგ, დომინოს პრინციპით ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ბალტიისპირეთის გარდა, ერთმანეთის მიყოლებით შევიდოდა მოდერნიზებულ თუ ახალ იმპერიაში. ზე შეტევის წინ, რუსეთს ჰქონდა ყველა წინა პირობა წარმატების იმედი ჰქონოდა. სტალინისგან განსხვავებით, პუტინს იმპერიის აღსადგენი ჯარი კი არ გაუნადგურდა, არამედ პუტინს უფრო კატასტროფული რამ დაემართა. პირველივე პრობლემას, იმპერიის შექმნის გზაზე, უკრაინას გასაღები ვერ უპოვა, ვერ დაძლია. უკრაინის დაკავების გარეშე, ახალი იმპერია ვერ შედგებოდა. პუტინმა ზუსტად იცის, რომ მან ბრძოლა იმპერიისთვის წააგო, აწი აზრი აღარ აქვს, სნგ-ს შეინარჩუნებს თუ არა, ისევ გაძლიერდება თუ ვერა, დაინარჩუნებს დონბას და ლუგანსკს თუ არა, მან მთავარი, დიდი, მნიშვნელოვანი, გრანდიოზული საქმე უნიჭოდ ჩააფლავა და იმპერატორად ვერ შედგა. ის რაც ახლა ხდება რუსეთის ირგვლივ, მათ შორის ომი უკრაინაში, მხოლოდ ინერციაა, საკუთარი სიცოცხლის და ძალაუფლების შესანარჩუნებლად საჭირო ღონისძიებები. ამიტომ, მტკიცება იმისა, რომ პუტინი დამარცხდა, არის ობიექტური რეალობა. იმპერიისთვის ბრძოლაში, უკრაინელებმა პუტინს სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს და გეგმა ჩაუშალეს. ახლა უკრაინელებს უკვე სხვა ომი და ბრძოლები აქვთ მოსაგებია, ბანალური ომი ტერიტორიებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და მრავალწლიანი მშვიდობის დამყარებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება