პუტინის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი შეფ-მზარეული ბელგრადის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

რუსი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შეფ-მზა­რე­უ­ლი, რო­მე­ლიც ლონ­დო­ნის ცენ­ტრში რეს­ტო­რანს მარ­თავ­და, სერ­ბეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რეს­ტო­რან­მა Zima-მ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ინ­სტაგ­რამ­ზე და­ა­დას­ტუ­რა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

”ჩვენ­თვის ალექ­სეი არ იყო მხო­ლოდ კო­ლე­გა, ის იყო ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, ახლო ადა­მი­ა­ნი. მად­ლო­ბას გიხ­დით ყვე­ლას თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის და იმ სი­ტყვე­ბის­თვის რაც თქვენ­გან მი­ვი­ღებ. ზი­მას მთე­ლი გუნ­დი სამ­ძი­მარს უცხა­დებს ალექ­სე­ის ოჯახს.”

Zima ალექ­სე­ის რეს­ტო­რა­ნი იყო და ლონ­დო­ნის რუს ემიგ­რან­ტებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

  • 52 წლის ალექ­სეი ზი­მი­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ყი­რიმ­ში შეჭ­რის ღია კრი­ტი­კო­სი იყო. მან თა­ვი­სი ბოლო წლე­ბი დევ­ნი­ლო­ბა­ში, ლონ­დონ­ში გა­ა­ტა­რა. 2022 წლის მა­ის­ში მან BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი რეს­ტო­რა­ნი რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ხან­ძრის მუ­ქა­რის სა­მიზ­ნე იყო.

ზი­მი­ნი, რო­მელ­საც ჰყავ­და ცოლი და 17 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე მუ­შა­ობ­და GQ-ის რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის მთა­ვარ რე­დაქ­ტო­რად. იგი ბელგრად­ში თა­ვი­სი ახა­ლი წიგ­ნის, “ან­გლო­მა­ნი­ის” წარ­სად­გე­ნად ჩა­ვი­და.