პუტინის ინიციატივით შექმნილი ფონდი ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა

პუტინის ინიციატივით შექმნილი ფონდი ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა
ს უდიდესი სუვერენული საინვესტიციო ფონდი ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი პუტინის ინიციატივით შეიქმნა და ის ხაზინიდან ფინანსდება. ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში ფონდის მოხვედრის შესახებ ევროპული საბჭოს რელიზში წერია.
ში შეჭრის საპასუხო ევროკავშირმა ფონდი შავ სიაში შეიყვანა. სანქციები დაუწესდა მის შვილობილ სტრუქტურებს, მათ შორის, ქვეფონდებსა და კომპანიებს, ასევე, იმ პირებს, რომლებიც ფონდს საინვესტიციო და ფინანსურ მომსახურებას უწევენ. სანქციებიდან გამომდინარე ევროკავშირის რეზიდენტებს მათთან ნებისმიერი ტრანზაქციის შესრულება ეკრძალებათ.
სანქციები ასევე გავრცელდება ნებისმიერ კომპანიაზე, რომელშიც ფონდმა ინვესტიცია განახორციელა. ასეთი ინვესტიციების საერთო მოცულობა, თავად ფონდის მონაცემებით, თითქმის, 2 ტრლნ რუბლს (25.5 მლრდ დოლარს) აღწევს.
ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წინააღმდეგ ახალი სანქციები გლობალურ ფინანსურ ბაზრებსა და უცხოურ ვალუტაზე რუსეთის წვდომას კიდევ უფრო შეზღუდავს.
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი 2011 წელს დაარსდა. მისი კაპიტალი 10 მლრდ დოლარს შეადგენდა. ფონდმა რუსეთის ეკონომიკაში, მინიმუმ, 40 მლრდ დოლარი მიიზიდა. ის რუსული კომპანიების – კერძოდ:„მაგნიტის,“ „პოლუსის,“ „ლენტას,“ „ფოსაგროს“ აქციებში დებდა ინვესტიციებს და კრემლის სამშენებლო პროექტებსა და მეგაპროექტებში მონაწილეობდა. მათ შორის არის პირველი სარკინიგზო ხიდი რუსეთსა და ჩინეთს შორის, ტერმინალი უსტ-ლუგას პორტში, ცენტრალური წრიული საავტომობილო გზის მშენებლობა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის შექმნა.
ევროკავშირის მე-18 პაკეტის ფარგლებში შავ სიაში კიდევ 22 რუსული ბანკი შევიდა, ხოლო SWIFT-იდან ადრე გათიშულ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ნებისმიერი ტრანზაქცია სრულად აიკრძალა. ევროპული სანქციების ქვეშ პირველად მოექცა რუსეთთან ვაჭრობის მომსახურე ორი ჩინური ბანკი, კრემლის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტი ტანკერი და ჩინური, თურქული, ჰონგ-კონგური კომპანიები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობდნენ.