პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გადადგა რუსეთის მთავრობა

რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ გადადგა ს მთავრობა. მოქმედი კაბინეტი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით განაგრძობს მუშაობას მინისტრთა ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე. ავტომატურად ამოიწურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფლებამოსილებებიც.
მთავრობის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურა პუტინმა შესაძლოა სამშაბათსვე წარადგინოს, იტყობინება კრემლის პრესმდივანი .
2018 წელს პუტინმა თანამდებობის დაკავებიდან ერთ საათში წარადგინა მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა.
რუსეთის მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ პუტინი არ შეცვლის მოქმედ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს. მისი კანდიდატურა შესაძლოა უკვე უახლოეს დღეებში, 8 ან 10 მაისს დამტკიცდეს, იუწყებიან „კომერსანტი“ და „მედუზა“.
ფედერალურ მინისტრებს თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი. ძალოვანი ბლოკის მინისტრები და საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ ინიშნებიან, დანარჩენები კი სახელმწიფო დუმამ უნდა დაამტკიცოს მას შემდეგ, რაც მათ მთავრობის ხელმძღვანელი წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ