6 მაისს გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციას ევროკავშირის 7 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.
7 მაისს ცნობილი გახდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის რიგით მე-5 ინაუგურაციას დაესწრება. ეს ქვეყნებია:
· საფრანგეთი
· უნგრეთი
· სლოვაკეთი
· საბერძნეთი
· კვიპროსი
· მალტა
მე-7 ქვეყნად ბელგია მოიაზრებოდა, მაგრამ 7 მაისის დილას ცნობილი გახდა, რომ ქვეყანამ მონაწილეობაზე უარი თქვა.
მედიების ცნობით საფრანგეთის სახელით ცერემონიაზე რუსეთში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი დაესწრება.
ცოტა ხნით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-ს არც ერთი ოფიციალური პირი პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება.
2024 წლის არჩევნებზე, პუტინმა ხმების 87.28% მიიღო და რუსეთის პრეზიდენტი მეხუთედ გახდა.