პუტინის ინაუგურაციამდე 1 დღით ადრე, გერმანიამ რუსეთიდან ელჩი გაიწვია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დან ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი ბერლინში კონსულტაციებისთვის გაიწვია. გადაწყვეტილება გერმანიის დიპლომატიურმა უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვი ჰაკერულ თავდასხმებში დაადანაშაულეს. ელჩი გერმანიაში ერთი კვირა დარჩება და რუსეთის პრეზიდენტის, ს ინაუგურაციას გამოტოვებს.
ბერლინმა რუსეთი 3 მაისს, გერმანიის “სოციალ დემოკრატიული” პარტიის წევრების ანგარიშებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები “მიუღებელია და არ დარჩება უპასუხოდ”. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.
მოსკოვში ჩასვლაზე ღიად უარი თქვეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – პარტნიორებს ერთადერთი ინტერესი აქვთ, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც სურს – ნათელია, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება