პუტინის თქმით, კიევმა იცოდა თვითმფრინავში სამხედრო ტყვეები ყოფნის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 26 იანვარს კიევს ბრალად დასდო რუსეთის ილ-76-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდება და თქვა, რომ უკრაინამ იცოდა ბორტზე სამხედრო ტყვეების ყოფნის შესახებ.
“უკრაინის არმიის მთავარმა სადაზვერვო უწყებამ იცოდა, რომ გადაგვყავდა 65 სამხედრო მოსამსახურე. მათ ეს ან შეცდომით ჩაიდინეს, ან განზრახ, მაგრამ მათ ეს გააკეთეს“ – თქვა პუტინმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს, დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი ილ-76. მის ბორტზე იმყოფებოდა 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები. რუსეთის თანახმად, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თვითმფრინავს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ესროლეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა თვითმფრინავის „მიზანმიმართულად“ ჩამოგდებაში და დაგმო „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტი“.
ბრალდებას უარყოფს და ავიაკატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.
მომხდარზე საუბრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები ეთამაშებიან უკრაინელი ტყვეების სიცოცხლეს, მათი ნათესავების გრძნობებს და უკრაინის საზოგადოების ემოციებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას