პუტინის თანაშემწე: პუტინი ასადთან შეხვედრას გეგმავს, თუმცა თარიღი უცნობია

რუსეთის პრეზიდენტი სირიის დამხობილ პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრას აპირებს, თუმცა მათი შეხვედრის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულის შესახებ ს პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

„ბოლო კომუნიკაციის დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის აპირებს ასადთან შეხვედრას. გულწრფელად, არ ვიცი როდის, მაგრამ რადგან მან ეს თქვა, შეხვედრა იქნება“, – აღნიშნა უშაკოვმა.

სირიაში ბაშარ ალ-ასადის 24-წლიანი მმართველობა დაემხო. 

სირიელ მეამბოხეთა ყველაზე დიდი დაჯგუფების ლიდერის, ჰაიატ თაჰრირ შამის, თქმით, მათ გაათავისუფლეს რეჟიმის მოწინააღმდეგე ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომლებსაც ციხეში აწამებდნენ და ხოცავდნენ.

ბაშარ ალ-ასადმა დამასკო ქალაქის დაცემამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.

ასადისა და მისი ოჯახისთვის რუსეთში თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას

ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა – ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი, ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან