პუტინის ვალდაის რეზიდენციის დასაცავად რამდენიმე საზენიტო კომპლექსი „პანცირ-C1“ გადაისროლეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვალდაის რეზიდენციის გარშემო, სულ მცირე, შვიდი ერთეული საზენიტო-საარტილერიო კომპლექსი „პანცირ-C1“ დააყენეს.
საზენიტო კომპლექს „Pantsir-C1-ზე”, რომელიც „გუგლის“ სატელიტურ ფოტოზე რიაბინოვის კუნძულზე, პუტინის ვალდაის რეზიდენციიდან 3,7 კილომეტრში უნდა მდებარეობდეს, ყურადღება რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა გაამახვილა.
ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა დგას კოშკზე, ასეთივე იყო აღმართული ადრე მოსკოვის ოლქში. ჟურნალისტებმა შეისწავლეს ასევე წინა თვეებში პორტალ Planet.com-ზე გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები პუტინიs ვალდაის აგარაკის გარშემო მიმდინარე წლის მარტში გამოჩნდა.
პორტალი Astra ორ მკითხველზე დაყრდნობით წერს, რომ ს პრეზიდენტის ამავე რეზიდენციიდან 3 კილომეტრის დაშორებით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მსგავსი ორი ობიექტი დგას.
რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „პანცირ-C1“ პუტინის ნოვო-ოგარევოს რეზიდენციიდან ათი კილომეტრის დაშორებით, სატელიტური სურათებზე უფრო ადრე გაზეთმა „სირენამ“ შენიშნა. კადრები გადაღებულია 2023 წლის იანვრის დასაწყისში. კიდევ რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემა აღმოაჩინეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ოსტაფევოს აეროდრომიდან დაახლოებით ორ კილომეტრში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პანცირ-C1“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობის სახურავზე დამონტაჟდა.

იანვარში ტელეგრამის არხი „ჩეკა-ოგეპეუ“ წერდა, რომ პეტერბურგსა და ლენინგრადის რეგიონზე უკრაინული დრონების თავდასხმები დაკავშირებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემების გადასროლასთან “ვალდაიზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის დასაცავად”.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირ-С1“ ცნობილია იმით, რომ წუთში 5000 გასროლით დაახლოებით 20 კილომეტრის სიშორეზე შეუძლია ფრთოსანი რაკეტებისა და სხვა ე.წ. ინტელექტუალური თავდასხმის საშუალებების, მაგალითად, დრონების განადგურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება