პუტინის გეგმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში | სოხუმის აეროპორტში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ოჩამჩირეში სამხედრო ბაზების განთავსების პარალელურად, რუსეთმა ხელში სოხუმის ყოფილი აეროპორტიც ჩაიგდო. დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა დანიშნულება ექნება სტრატეგიულ ობიექტს. მოსკოვი დუმს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ აეროდრომს პუტინი სამხედრო დანიშნულებისთვის გამოყენებს, ან სანქცირებულ თვითმფრინავებს სოხუმში განათავსებს. ასაფრენი ბილიკის და მომავალი აეროპორტის მონაცემები აჩვენებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი სამხედრო თვითმფრინავებისთვის მოსახერხებელ ინფრასტრუქტურას აშენებს.