პუტინის განცხადებით, კუხოს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა ფართოვდება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივი საქმიანობა ხელს უწყობს სახელმწიფოებისა და ხალხის ერთიანობას.
როგორც პუტინმა ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია კუხოს წევრი ქვეყნების ერთობლივი აქტივობები.
„ერთობლივი აქტივობები ორგანიზაციის ფარგლებში ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხის ერთიანობას, ჩვენი საერთო ისტორიისა და მიღწევების შენარჩუნებას“, – განაცხადა პუტინმა.
კრემლის ლიდერის თქმით, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობაც ფართოვდება.
„ამაში აქტიურად მონაწილეობს რუსეთის ინიციატივით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სახელმწიფოთაშორისი სამხედრო-ეკონომიკური კომისია“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”