პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ფართოვდება

პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ფართოვდება
ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საფუძვლები გააფართოვა. ამის შესახებ პრეზიდენტის გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.
საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ 90 დღეზე მეტხანს დარჩენა შეეძლებათ. აქამდე 90 დღეზე მეტხანს რუსეთში ჩასვლა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ იმ გამონაკლისით თუ ისინი სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩადიოდნენ. ეს შეზღუდვა სწორედ ამ მიზნების მქონე მოქალაქეებისთვის გაუქმდა.
რუსეთის პრეზიდენტს ცვლილებები შეაქვს ბრძანებაში, რომლითაც 2023 წლის გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ გაუქმდა.

ასევე დაგაინტერესებთ