“პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის” | სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ. მისი თქმით, ეს თავად ალიანსის ინტერესებშია, რადგან “პუტინის გამარჯვების შემთხვევაში ს ტრაგედია ელის”.
“აუცილებელია გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის. მაგრამ ეს ჩვენთვისაც სახიფათო იქნება. ამიტომ, ჩვენივე ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაუძლოს,” – თქვა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ისინი მზად იყვნენ “ცუდი ამბებისთვის,” რადგან, მისი თქმით, ომი ცვალებადი პროცესია და უკრაინის დახმარებაზე უარი არ უნდა თქვან.