“პუტინისტურმა ხროვამ გადაწყვიტა ჩვენი ქვეყანა ჩააბაროს ჩამყაყებულ რუსეთს” – მარგველაშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა მმართველი პარტია “პუტინისტურ ხროვად” გამოაცხადა და გორში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს ივანიშვილის გუნდი საქართველოს სთვის მიყიდვაში დაადანაშაულა.
“ახლა მინდა ვისაუბრო იმ ძალიან მნიშვნელოვან მომავალზე, რომელსაც ჩვენ ერთად შევქმნით ამ ქვეყანაში, როდესაც დავუბრუნებთ საქართველოს ქართველებს და როდესაც პუტინისტურ ხროვას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყანა ასე ჩააბაროს ისტორიიდან ჩამყაყებულ რუსეთს, იმას როდესაც გამოვგლეჯთ საქართველოს და დავუბრუნებთ მის ისტორიულ არჩევანს, ამაზე მინდა გესაუბროთ. ეს ბრძოლა იწყება და უკვე მიმდინარეობს ყველა ქართველის, ყველა პატრიოტის გულში. ეს ბრძოლა ყველა ადამიანს აყენებს გარკვეულ ადგილას. დღეს საქართველო გაიყო პატრიოტებად და იმ ადამიანებად, რომელთაც აღარსად აღარ მიესვლებათ და კარს აღარსად აღარ გაუღებენ. ჩემი ადგილი აქ, ამ გაერთიანებაში, “ძლიერ საქართველოშია”, რადგან ეს გაერთიანება არის ის, რასაც ძალიან დიდხანს ელოდება ქართველი ამომრჩეველი”, – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება