“პუტინისთვის არაფერი კარგი არ ხდება მეგობრებო.
ცუდი მხოლოდ ისაა, რომ სანამ ამას მიხვდებიან, მანამდე ქოცების ხბოს აღტაცების ყურება მოგვიწევს (მოღალატეებს ხომ უხარიათ მტრის წარმატება – თუნდაც მოჩვენებითი იყოს). ახლა რაც ვიცით იმის მიხედვით: პუტინი უნდა დათანხმდეს იმას, რომ რაც რუსეთად გამოაცხადა, ვერ აკონტროლებს (დონბასის და ზაპოროჟიეს ნაწილი) და იქ ჯარის განლაგებას შეეგუოს. ვეღარაფერი შეატრიალებს იმას, რომ ევროპაზე ლევერიჯი დაკარგა. ფინეთი და შვედეთი ნატოშია და ევროპაში სამხედრო გადაიარაღება დაიწყო. სირიაში ასადი აღარ არის ირანი არსებითად დასუსტებულია. ანუ პუტინი გაცილებით სუსტია, ვიდრე 22 წელს, ამ სისხლიანი ავანტიურის დაწყებამდე იყო. ჩვენი საფრთხეა, რომ გადანაწილება მოხდეს და ჩვენ რუსეთის ზონაში დავრჩეთ!
ამიტომ, მტკიცედ უნდა ვიდგეთ, სანამ რეჟიმს არ ჩამოვშლით!”
