პუტინისგან პროგნოზირებადი მანიპულაცია მოვისმინეთ, ის რეალურად უარს ამზადებს — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა ს პრეზიდენტ ს განცხადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კომენტარებს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოეხმაურა.
პუტინმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის იდეა თავისთავად სწორია, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც გასარკვევია.
„ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები პუტინისგან — ამ დროისთვის ის რეალურად ამზადებს უარს. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ომის გაგრძელება, სურს უკრაინელების მოკვლა. ამიტომ აყენებენ წინაპირობებს, რომ საერთოდ არაფერი გამოვიდეს, ან დიდხანს არაფერი გამოვიდეს“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინი ხშირად პირდაპირ არ ამბობს „არას“, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რომ გააჭიანუროს პროცესი და ნორმალიზაციას ხელი შეუშალოს.
„ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც ყველაფერს ართულებს. ამას აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი, რომელიც გააჭიანურებს, არაკონსტრუქციული იქნება, ეს რუსეთია. მათ სჭირდებათ ომი. ახლა საჭიროა მათზე ზეწოლა. საჭიროა სანქციების შემოღება. ვიმუშავებთ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან და მთელ მსოფლიოსთან, რომ რუსეთს ომის დასრულება ვაიძულოთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თანახმაა ში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ამან უნდა მიგვიყვანოს „გრძელვადიან მშვიდობამდე” და კონფლიქტის „ძირეული მიზეზების“ აღმოფხვრამდე.
პუტინის თქმით, გასარკვევია, როგორ იქნება ორგანიზებული ჰიპოთეტური დროებითი ზავი ში, ხომ არ გამოიყენებს უკრაინა ამ პერიოდს მობილიზაციისა და იარაღის მარაგების შევსებისთვის, ვინ დაადგენს, ვინ დაარღვია შეთანხმება, რა იქნება ამის შედეგები და ა.შ.
-ის პრეზიდენტ ს თქმით, პუტინმა „ძალიან იმედის მომცემი” კომენტარი გააკეთა, თუმცა ეს არ იყო ფინალური პოზიცია.
11 მარტს, საუდის არაბეთში, ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, იმ პირობით, რომ რუსეთიც დაიცავს მას.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს