პუტინთან შეხვედრამდე ტრამპი უკრაინის და ევროპის ლიდერთა პოზიციას მოისმენს

ამერიკის შეერთებული შტატების და ს პრეზიდენტების, ს და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამდე ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი , ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი და ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC News-ი და სააგენტო Reuters-ი იუწყებიან.
მათი ინფორმირებული წყაროების თანახმად, ონლაინ-შეხვედრა დღეს, 13 აგვისტოს გაიმართება.
ტრამპის და პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოსაა დანიშნული ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში.
როგორც Reuters-ი წერს, უკრაინის და ევროპის ლიდერებს სურთ გაარკვიონ, არსებობს თუ არა ზავის მისაღწევად უკრაინის ინტერესების ღალატის საფრთხე. ევროპელები შიშობენ, რომ -ის და ს პრეზიდენტებმა შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებსაც შორს მიმავალი შედეგები ექნება და სცადონ არამომგებიან შეთანხმებაზე უკრაინის დათანხმება.
აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოს მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ კონცენტრირებული არიან, რათა ეს არ მოხდეს.
წინასწარი ინფორმაციით, -ის პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, იტალიის, პოლონეთის და ევროკავშირის ლიდერები და ნატოს გენერალური მდივანი.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრის წინ მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობებით, პუტინი ში ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ მ დათმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ.
12 აგვისტოს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობა, რომელსაც სტაბილურობა და უსაფრთხოება მოაქვს, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და იმას, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა იცვლებოდეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნედაც უნდა ვიყოთ, დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს – ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები