„პუტინთან საუბარს ვაპირებ“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ განიხილავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას, როცა ამის შესაძლებლობა ექნება.
„მასთან [პუტინთან] საუბარს ვაპირებ“, – განაცხადა შოლცმა და აღნიშნა, რომ საუბრის თარიღი ჩანიშნული არ არის და იგი არ მოელის საუბრის რამე შეთანხმებით დასრულებას.
შოლცის თქმით, პუტინთან საუბრისას ვერ ისარგებლებ პრინციპით: „წავალ, ვიღაცასთან ყავას დავლევ და საბოლოო ჯამში შეთანხმებამდე მივალთ“.
გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა პირველი ნაბიჯი გადადგას უკრაინასთან ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისკენ.
„მან უნდა გაიყვანოს ჯარები. თუმცა, ამ დროისთვის არ არსებობს ნიშნები, რომ ეს მოხდება. პუტინმა არ უნდა მიაღწიოს მიზანს“, – განაცხადა კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში

აკაკი გვიანიძე: პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად მოითხოვენ მათი ლეგიტიმურობის აღიარებას… რეალურ მმართველებად მათ არც “ოცნების” მომხრეები მიიჩნევენ და არც ეკლესია