“თვითონ ქალაქის მერიასაც ქარხნიდან გააქვს პური…გუშინ სადღაც 3000 მივეცით და დღეს 2000 პური აქვთ შეკვეთილი” , – შ.პ.ს. „ვასაძის პურის“ დამფუძნებელი, მერაბ ვასაძე BM.GE-სთან ბაზარზე შექმნილი პურის დეფიციტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამ დროისათვის მათ საწარმოში საკმარისი პურია, რომლის შეძენაც შესაძლებელია.
მისივე თქმით, თვითონ ქალაქის მერიასაც ქარხნიდან გააქვს პური და მოსახლეობაში არიგებს. უფრო კონკრეტულად, გუშინ დაახლოებით 3000 პური გაიტანეს, ხოლო დღეს 2000 პური აქვთ შეკვეთილი.
„ოზურგეთზე თუ საუბრობთ, არანაირი პურის დეფიციტი არ არის. მართალია, პური ყველგან ვერ მიგვაქვს მიტანით, მაგრამ ვინც მოვა დიდი სიამოვნებით იყიდება. ქარხანა არ ჩერდება და ახლაც საკმარისი მარაგები გვაქვს.
ბაზარზე არანაირი დეფიციტი არ არის. პურს ვაცხობთ, ვმუშაობთ. მანქანებიც სავსეა და სადაც შეგვიძლია მანქანით მისვლა ვაწვდით. თუ არადა, ადგილზეც შეგვიძლია მოვიდნენ და მივაწვდით. თვითონ ქალაქის მერიასაც ქარხნიდან გააქვს პური და არიგებენ მოსახლეობაში. გუშინ, სადღაც 3000 მივეცით და დღეს 2000 პური აქვთ შეკვეთილი. ასე რომ პური არის“, – ამბობს მერაბ ვასაძე.
ინფორმაციისთვის, თითქმის ერთი კვირაა აჭარაში, გურიასა და იმერეთში დიდთოვლობას ებრძვიან, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ნაწილი დახმარებას ითხოვს.
