“პურის ფასის გაზრდა ჯერჯერობით არ განიხილება” – “იფქლი დიღომი”

პურის საწარმო “იფქლი დიღომის” გენერალური დირექტორის, ნისან იოსებაშვილის განცხადებით, პურის ფასის გაზრდა ჯერჯერობით არ განიხილება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამინისტროსთან ერთად მეწარმეები აქტიურად მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ დღეს “ქართული ოცნების” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, მინისტრმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, სექტორში არსებული ვითარების დეტალები განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა