„პუბლიკის“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ

ცისფერ გალერეასთან გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს ნიღბიანი პირი თავს დაესხა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე, ცისფერ გალერეასთან აქციის აშუქებდა. მასთან ნიღბიანი პირი მივიდა და თავს დაესხა. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, თავდასხმის ადგილთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფები მათ რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ, პოლიცია მანქანიდანაც კი არ გადმოსულა.
მინდია გაბაძეს დაზიანებები აქვს სახის არეში მიყენებული. ის ახლა პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
„ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს „ქართული ოცნების” „ტიტუშკა” ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციას მოძალადე არ დაუკავებია“, – წერს „პუბლიკა“.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში